17:08 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-29 13:10:35, 3156 ნახვა

კომენტარი
სალაძე: იმ ფონზე, როცა საზმაუმ პრემიერის გინება არ გაუშვა, საუბარი იმაზე, რა გაუშვეს რატიანზე სხვა არხებმა, უხერხულია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი  სულხან სალაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის  ვასილ მაღლაფერიძის განცხადებას უხერხულს უწოდებს. 

მაღლაფერიძემ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ მისი დამოკიდებულება პოეტ ზვიად რატიანთან დაკავშირებით მომზადებული სიუჟეტის მიმართ დადებითი არ არის, თუმცა სტანდარტები სხვა ტელევიზიების მხრიდანაც დაირღვა.

„იმ ფონზე, როდესაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეთერში არ გაუშვა პრემიერ-მინისტრის გინება პარლამენტში, სხვა კომერციულმა არხებმა რა გაუშვეს ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით, ამის მოტანა ვფიქრობ, მინიმუმ უხერხულია“,-აღნიშნა სულხან სალაძემ.

შეგახსენებთ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე სასამართლოში შსს-ს მიერ წარდგენილი  კადრები გამოითხოვა და გაასაჯაროვა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ პოეტ ზვიად რატიანის ვიდეოს გამოქვეყნებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ქარტიის პირველი და მეათე პრინციპების-სიზუსტის და პირადი ცხოვრების ხელყოფის დარღვევა დაადგინა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics