14:39 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-29 10:26:30, 1897 ნახვა

სამართალი
ტურისტის ძარცვის, მაღაზია „პარნასის“ და კაფე „ანტრეს“ გაქურდვის ბრალდებით, 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული დ.ყ., ძარცვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის დეკემბერში თბილისში ლიტველ ტურისტს ხელჩანთა გასტაცა, რომელშიც თანხა, სამკაულები და პირადი დოკუმენტები იყო. სამართალდამცველებმა დ.ყ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.

ამასთან, უწყების ცნობით, ბრალდებულმა მის მიერ თბილისში სხვადასხვა დროს ჩადენილი ქურდობის 15 ფაქტიც აღიარა, მათ შორის, მიმდინარე წლის 3 დეკემბერს - ი. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე წიგნის მაღაზია „პარნასის“, ხოლო 10 დეკემბერს - ი. აბაშიძის ქუჩაზე მდებარე კაფე „ანტრეს“ გაქურდვის ფაქტი. აღნიშნულ ფაქტებზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

გამოძიება იმ პირის მიერ ჩადენილი ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ან გამოძალვისთვის, საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics