|
2017-12-28 19:22:16, 4057 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკმა“ ახალი სათაო ოფისის და თბილისის ბიზნეს ცენტრის პროექტი წარადგინა
25 წელი საქართველოსთან ერთად - „თიბისი ბანკმა“ საზოგადოებას ანგარიში ჩააბარა და 25 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები და შედეგები გაუზიარა. პრეზენტაციაზე ბანკის მენეჯმენტმა ახალი სათაო ოფისის პროექტის პრეზენტაცია გამართა. „თბილისის ბიზნესი ცენტრი“- ასე ერქმევა კომპლექსს, რომელიც ლისის ტბასთან აშენდება და მასში გაერთიანდება თანამედროვე არქიტექტურის ელემენტები,ენერგოეფექტური და ინოვაციური ტექნოლოგიები და ეკოლოგიური გარემო. ეს იქნება საუკეთესო სივრცე თანამშრომლებისა და ბიზნესისთვის. „თიბისის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, თბილისის ბიზნეს ცენტრი იქნება ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში შექმნილი ინფრასტრუქტურული პლატფორმა, რომელიც მიმზიდველ გარემოს შექმნის როგორც ინვესტორებისთვუს, ისე დედაქალაქის მცხოვრებთათვის. პროექტის ავტორი ჰოლანდიელი არქიტექტორი ფრანს ვან ვუურეა, რომელიც UN Studio-ს წარმოადგენს. შენობის დიზაინი შატილის კოშკების არქიტექტურის ინსპირაციით შეიქმნა, როგორც არქიტექტორი ამბობს, შატილის მსგავსად, სადაც არქიტექტურული ნაგებობები ჰარმონიულად აერთიანებდა ყველაფერს, რაც სოფელს სჭირდებოდა. „ასეთია თბილისის ბიზნეს ცენტრის შექმნის იდეაც. ეს იქნება ადამიანებზე მორგებული, ეკოლოგიურად სუფთა, გამწვანებული გარემო, სადაც ადამიანები შეძლებენ იმუშაონ და ამავდროულად დაისვენონ, იქნება ურთიერთობა სტუმრებსა და თანამშრომლებს შორის, შეიქმნება სპეციალური სივრცეები ბავსვებისთვის და გაიხსნება რესტორნები“,-განაცხადა არქიტექტორმა. პროექტი მთლიანად ენერგოეფექტურია და 2000 ადამიანზეა გათვლილი. ის მცირე რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარს. კომპლექსი ითვალისწინებს შენობა-ნაგებობების აშენებაას მწვანე ლანდშაფტში, სადაც ტერასულად გაშენდება მცენარეები, რაც ჯანსაღ ეკოსისტემას შექმნის. კომპლექსში გათვალისწინებულია თანამშრომლებს შორის მეტი ინტერაქცია, მათთვის კომფორტული, კრეატიული სამუშაო გარემოს შექმნა, სადაც ისინი მაქსიმალურად შეძლებენ შესაძლებლობების რეალიზაციას. ამავდროულად, საოფისე სივრცეები ისეა დაპროექტებული, რომ მაქსიმალურუ კომფორტი შეიქმნას სტუმრებისთვის. შესაძლებელი იქნება შეხვედრებისთვის სივრცეების გამოყენება, რათა მოხდეს მეტი კომუნიკაცუია და საქმიანი კავშირების დამყარება ბიზნესებს შორის. ფრანს ვან ვუურეს განცხადებით, მათ რამდენიმე წლიანი მოსამზადებელი სამუშაოები განახორციელეს, საფუძვლიანად გამლოიკვლიეს ლოკაცია და ასევე შეისწავლეს „თიბისის“, როგორც ბრენდის სტრატეგია და ღირებულებები. „ამ ყველაფრის გათვალისწინებით მომზადდება პროექტი, რომლის განხორციელებაში უკვე ესპანური კომპანია typsa ჩაერთვება. Typsa მსოფლიოში ცნობილი სამშენებლო კომპანიაა, რომელმაც არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელდა, მაგალითად, მათ მიერ არის აშენებული ქალაქ მადრიდში სანტანდერ ჯგუფის ახალი სათავო ოფისის კომპლექსი. Typsa-ს გლობალური დირექტორის ანტონიო კაპალა მატარედონას თქმით, „თიბისი ბანკის“ ახალი ოფისის იდეა მთლიანად ინოვაციურ და კრეატიულ ტექნოლოგიებს ეფუძნება, ამავდროულად ის არის გამჭვირვალე და ღია, ისეთი როგორის უნდა იყოს საფინანსო სერვისები მომწოდებელი ორგანიზაცია 21-ში საუკუნეში. პროპექტის განხორციელება 2018 წლის აპრილიდან დაიწყება და 2021 წელს დასრულდება.
(R)
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)