|
2015-01-16 16:55:05, 2735 ნახვა
პოლიტიკა
ბერუჩაშვილი: ევროინტეგრაცია გახდა ჩვენი ქვეყნის არა მხოლოდ საგარეო, არამედ საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტიც
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა უწყების ორი წლის საქმიანობა შეაჯამა. როგორც ბერუჩაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბოლო ორი წლის განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ყველა პრიორიტეტული მიმართულებით ნაყოფიერი იყო. განსაკუთრებული მიღწევებს შორის, მინისტრმა გამოყო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების დადება; „არსებით ღონისძიებათა პაკეტის“ მიღება ნატო-ს უელსის სამიტზე; ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებათა რიცხვის შემცირება ორი სახელმწიფოთი; იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა სტატუსის შესახებ საქართველოს რეზოლუციაზე მნიშვნელოვნად გაზრდილი მხარდამჭერის მოპოვება გაერო-ში; საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების მქონე სახელმწიფოთა რაოდენობის გაზრდა 183-მდე და დიპლომატიური გადაფარვის არეალის უპრეცედენტო გაფართოება; გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში საქართველოს წვლილის გაზრდა. „გასული ორი წელი განსაკუთრებით წარმატებული იყო ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობების თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლის თვალსაზრისით. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, უმოკლეს პერიოდში შევძელით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით ასოცირების შეთანხმების პარაფირება, ხელმოწერა, რატიფიცირება და მისი დროებითი ამოქმედება. ევროკავშირის მხრიდან კი ევროპარლამენტმა და ევროკავშირის 11-მა სახელმწიფომ უკვე მოახდინა აღნიშნული შეთანხმების რატიფიცირება. მივიღეთ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგი - ერთობლივად შეთანხმებული 2014-2016 წლების პრიორიტეტების ნუსხა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციას. შედეგად, ევროინტეგრაცია გახდა ჩვენი ქვეყნის არა მხოლოდ საგარეო, არამედ საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტიც. გარდა ამისა, 2014 წელს წარმატებით დავასრულეთ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი, საკანონმდებლო ფაზა და ვმუშაობთ დასკვნითი, საიმპლემენტაციო ფაზის ღონისძიებების შესრულებაზე, რაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ძირითადი წინაპირობაა. 2013-2014 წლები წარმატებული იყო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგზაო რუქით განსაზღვრული სხვა პრიორიტეტების შესრულების მიმართულებითაც. სასიხარულოა, რომ თბილისი ერთგვარ ცენტრად იქცა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მრავალმხრივი ღონისძიებებისა და შეხვედრებისთვის“, - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მნიშვნელოვანი წარმატებების მიუხედავად, ქვეყანა კვლავ რჩება უდიდესი გამოწვევების პირისპირ, რომელთა გადალახვაც შეუძლებელი იქნება საქართველოს მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კონსოლოდაციის გარეშე.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)