|
2017-12-28 15:36:12, 2021 ნახვა
საზოგადოება
ვაკის გამგებელმა საზოგადოებას გასული წლების ანგარიში წარუდგინა და 2018 წლის გეგმები გააცნო
ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ საზოგადოებას გასული წლის ანგარიში გააცნო და მომავალი წლის გეგმები წარუდგინა. ვაკის მცხოვრებლებთან შეხვედრაზე გამგებელმა ყველა ის მნიშვნელოვანი პროექტი განიხილა, რომლებიც გამგეობისა და მერიის სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში განხორციელდა. ანგარიშის პრეზენტაციას ვაკის მაჟორიტარი დეპუტატები საკრებულოში გიორგი ბირბიჩაძე, გიორგი მუსხელიშვილი, ასევე, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ზაზა ხუციშვილი დაესწრნენ. პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, გამგეობის მომავალი წლის ბიუჟეტი 16 571 270 ლარს შეადგენს. კერძოდ, 2018 წელს ვაკეში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 8 284 700 ლარი დაიხარჯება, განხორციელდება თანადაფინანსებული პროექტები, რაზეც 2 758 000 ლარია გათვალისწინებული, სოციალურ პროექტებზე 2 000 000 ლარი, ხოლო კულტურული და სპორტული ღონისძიებებისთვის 100 000 ლარი გამოიყოფა. რაც შეეხება 2016-2017 წლებს, ამ პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა ვაკის რაიონში 264 მისამართზე მოწესრიგდა, კეთილმოეწყო 43 სპორტული მოედანი, განახლდა 59 სკვერი, ოთხ მისამართზე კი, სრულიად ახალი მოეწყო. ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, 17 მისამართზე განთავსდა ფიტნეს ზონა, აშენდა 25 საყრდენი კედელი. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით, 400-ზე მეტ ამხანაგობაში 701 სახის სარეაბილიტაციო სამუშაო განხორციელდა; სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება 16 172 ბენეფიციარს გაეწია; ჩატარდა სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები. 2016-2017 წლებში, სულ გამგეობის მიერ სხვადასხვა პროექტების განხორციელებაზე 33 მილიონზე მეტი დაიხარჯა.
(NS)
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)