|
2017-12-28 14:45:32, 1906 ნახვა
სამართალი
ადვოკატი: რუსლან ალდამოვი ვერ ხვდება, რა ჩაიდინა და რაში მდგომარეობს მისი დანაშაული
თბილისის საქალაქო სასამართლოში სპეცოპერაციისას დაკავებული სამი პირის: რუსლან ალდამოვის, რამაზ მარგოშვილის და ბადურ ჩოფანაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო. როგორც რუსლან ალგამოვის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ალდამოვისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვს. რაც შეეხება ალდამოვისთვის წარდგენილ ბრალდებას, ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გაოცებულია, თუ რა დანაშაულის ჩადენას ედავება გამოძიება. „რუსლან ალდამოვის კანონიერ ინტერესებს ვიცავ. გუშინ ჩავერთე როგორც ადვოკატი. საქმის მასალებს ჯერ არ გავცნობივარ. არ მქონდა არანაირი საუბარი ბრალდების შინაარსთან დაკავშირებით. მტკიცებულებებსაც არ გავცნობივარ. ალგამოვს შევხვდი და დავუსვი კითხვა, როგორ გრძნობდა თავს, მითხრა რომ სტაბილურად და შემდგომ ვკითხე, ხომ არაფრის შიში აქვს. მითხრა, რომ ვერც კი ხვდება რის გამო დააკავეს, რა ჩაიდინა, მთხოვა რომ ბრალის შინაარსი გამეცნო. გაოცებულია, ვერ ხვდება რაში მდგომარეობს მისი დანაშაული“, - განაცხადა ადვოკატმა. მისივე თქმით, ალდამოვს აღვკეთის ღონისძიების სახით გირაო უნდა შეეფარდოს იქიდან გამომდინარე, რომ მისი დაკავება მოხდა სახლში და ის არ ყოფილა გაქცეული. „ისინი დახვდნენ სახლში ამ დაკავების პროცესს, მშვიდ გარემოში. მათი დაკავების აუცილებლობა რაში მდგომარეობს ვერ ვხვდები. თუ მათ მიუძღოდათ ბრალი, შეძლებდნენ მიმალვას“, - აღნიშნა მარიამ კუბლაშვილმა. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ სასამართლომ სპეცოპერაციისას დაკავებულ კიდევ ერთ პირს, ზურაბ გორნიკაშვილს პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე 10 000-ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. რაც შეეხება სპეცოერაციისას დაჭრილ პირს, მისი ადვოკატი აცადებს, რომ თემირ მაჩალიკაშვილსთვის ბრალის წარდგენა არ მომხდარა. შესაბამისად, მისი სასამართლო პროცესი ჯერჯერობით ჩანიშნული არ არის. შეგახსენებთ, 25 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში - დუისსა და ომალოში საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს. სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი პირი თავის არეში დაიჭრა. სუს-ის იფნორმაციით, დაკავებულები დაკავშირებული არიან 21-22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და მათ ხელშემწყობ პირებს წარმოადგენენ. უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირების გამოვლენის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)