|
2017-12-28 13:34:19, 1812 ნახვა
ეკონომიკა
რეფორმების მხარდასაჭერად ევროკავშირმა საქართველოს 140 მილიონი ლარი გამოუყო
ევროკავშირმა საქართველოს 2017 წელს რეფორმების მხრივ მიღწეული წინსვლის საერთო აღიარების საფუძველზე, გრანტის სახით 140 მილიონი ლარის (48.1 მილიონი ევრო) მოცულობის დახმარება გამოუყო. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, რეფორმები მოიცავდა შემდეგ სფეროებს: ვაჭრობისა და ბიზნესის განვითარება, პროფესიული განათლება და დასაქმება, სოფლის მეურნეობა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაცია. დახმარება ასევე გამოიყო საქართველოს მართლმსაჯულების სფეროს, საჯარო ადმინისტრირების, საჯარო ფინანსების მართვისა და რეგიონული განვითარების პოლიტიკისათვის. თანხების გამოყოფა ხდება ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების პროგრამების ფარგლებში, რომლებიც მთავრობასთან ერთად ხორციელდება. დამოუკიდებელი ანგარიშების საფუძველზე, ევროკავშირმა შეაფასა მიღწეული წინსვლა მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწინებით შემდეგ სფეროებში: ევროკავშირი-საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცისა (DCFTA) და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (SMEs) მხარდაჭერა; დასაქმება, პროფესიული განათლება და ტრენინგი; სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება (ENPARD II); საქართველოში კონფლიქტით დაზარალებული/იძულებით გადაადგილებული პირებისა და მათი მასპინძელი თემების მხარდაჭერა; რეფორმების მხარდაჭერა მართლმსაჯულების სფეროში; საჯარო მმართველობის რეფორმა; საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში; საქართველოში რეგიონული განვითარების პოლიტიკის განხორციელების მხარდაჭერა. საბიუჯეტო დახმარება ევროკავშირის თანამშრომლობის ინსტრუმენტია, რომელიც მოიცავს სახსრების პირდაპირ გადარიცხვას პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტში. სახსრები გამოიყოფა ყოველწლიურად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც წინასწარ შეთანხმებული შედეგები მიიღწევა. მთავრობას მოეთხოვება შეინარჩუნოს მიღწეული შედეგების დამაკმაყოფილებელი მაჩვენებელი მაკროეკენომიკური პოლიტიკის, საჯარო ფინანსების მართვის და ბიუჯეტის გამჭვირვალობის მხრივ, რაც მოიცავს ყველა გადასახადს. ამასთანავე, თითოეული პოლიტიკის სფეროში ჩადებულია კონკრეტული მიზნები. მაგალითად ისეთ სფეროებში, როგორიცაა მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება, განათლება, საჯარო ფინანსების მართვა და ა.შ. თუ ევროკავშირი მიიჩნვეს, რომ ამათგან რომელიმე სფეროში შესრულება არასაკმარისია, იგი აკავებს მთლიანი გადარიცხვის ნაწილს, მანამ სანამ არ გატარდება დამაჯერებელი ზომები. ეს არის ერთ-ერთი გზა პარტნიორი ქვეყნის მიერ განვითარების პოლიტიკასა და რეფორმებზე პასუხისმგებლობის აღების და ნაკლებ განვითარებულ სფეროებში პრობლემის წყაროს და არა სიმპტომების მოსაგვარებლად. საქართველოსთვის საბიუჯეტო დახმარების დიდი წილი უფრო ფართო მხარდაჭერის პაკეტის ნაწილია, რომლების მიმართულია კონკრეტულ სფეროებზე და ეთავსება თანმდევი პროექტების დაფინანსებას, როგორიცაა მაგალითად გრანტები და ტექნიკური მხარდაჭერა კოოპერატივებისთვის ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)