14:40 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-28 13:16:27, 1944 ნახვა

სამართალი
ადვოკატი პანკისში დაკავებული ზურაბ გორნაკაშვილის მიმართ გირაოს შეფარდებას მოითხოვს

თბილისის საქალაქო სასამართლო პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაკავებული ზურაბ გორნაკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს.

მისი საქმე ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი, რადგან სავარაუდოდ, გორნაკაშვილი გამოძიებასთან თანამშრომლობს, თუმცა აღნიშნულს მისი ადვოკატი ირაკლი ბენია არ ადასტურებს.

ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე დღევანდელ პროცესზე აღკვეთის ღონისძიების სახით გორნაკაშვილისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

როგორც ბენიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საქმის მასალებში სხვადასხვა სახის მტკიცებულებებია, რომელიც არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ზურაბ გორნაკაშვილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში მონაწილეობდა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი რამდენჯერმე დაიკითხა დაკავებამდე და დაკავების შემდეგაც მოხდა მისი დაკითხვა“, -დასძინა ადვოკატმა.

სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის დროს 5 პირი: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალადამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი დააკავეს.

ალადამოვის, მარგოშვილის და ჩოფანაშვილის სასამართლო პროცესი 14:00 საათზე დაიწყება.

ცნობილია, რომ პროკურატურა პანკისის ხეობაში დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

რაც შეეხება მაჩალიკაშვილს, იგი სპეცოპერაციის დროს დაიჭრა და საავადმყოფოში იმყოფება. შესაბამისად, მისი პროცესი ჯერჯერობით ჩანიშნული არ არის.

სუს-ის იფნორმაციით, დაკავებულები დაკავშირებული არიან 21-22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და მათ ხელშემწყობ პირებს წარმოადგენენ. უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირების გამოვლენის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics