2017-12-28 11:36:46, 3351 ნახვა
მსოფლიო
ქაბულში საინფორმაციო სააგენტოსთან აფეთქება მოხდა - დაიღუპა 40 ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში აფეთქების შედეგად 40-მდე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ჟურნალისტია, - ამის შესახებ Ria იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, აფეთქება ქაბულში მდებარე ერთ-ერთ მეჩეთთან მოხდა. თავდასხმის დროს კიდევ 6 ადამიანი დაშავდა.
მედიის ცნობით, თავდასხმის სამიზნე ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტო Sada-i-Afghan იყო.
აღსანიშნავია, რომ დაშავებულების რაოდენობის შესახებ განსხვავებულ ინფორმაციას Tolo News ავრცელებს. სააგენტო წერს, რომ აფეთქების დროს 18 ადამიანი დაშავდა.

ავტორი: ,