|
2017-12-28 11:21:59, 698 ნახვა
რეგიონი
იმერეთის რეგიონში ფერმერებს სასათბურე კლასტერის პროექტი გააცნეს
წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე, იმერეთის გუბერნატორთან გივი ჭიჭინაძესთან და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან ოთარ შამუგიასთან ერთად, იმერეთის რეგიონის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და ფერმერებს შეხვდა. მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე შეკრებილ პირებს სასათბურე კლასტერის პროექტი წარუდგინა და მის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. სასათბურე კლასტერების პროექტის განხორციელება 2018 წლისთვის იგეგმება და ითვალისწინებს იმერეთის რეგიონში აგროზონის შექმნას, სადაც სახელმწიფოს მხარდაჭერით მსხვილი სასათბურე კლასტერი აშენდება. პროექტი მიზნად ისახავს დასავლეთ საქართველოს ტრადიციული საექსპორტო დარგის, კერძოდ სასათბურე სექტორის (მწვანილის და სასათბურე ბოსტნეულის) საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების სტიმულირებას და შედეგად საექსპორტო შემოსავლების ზრდას, ტრადიციული საექსპორტო დარგებისათვის ახალ ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობას და შედეგად საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას; ქვეყნის მასშტაბით სასათბურე სექტორის მოდერნიზაციისა და ცოდნის გაზიარების ნიმუშის, ასევე იმერეთის ლოგისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბების წინაპირობების შექმნას; პროექტში მონაწილეობის მიღება შეეძლება საქართველოს ყველა მოქალაქეს და ქვეყნის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ყველა იურიდიულ პირს. პროექტში მონაწილე პირებმა უნდა უზრუნველყონ მიღებულ მიწის ნაკვეთზე სასათბურე ფართის აშენება არანაკლენ 0.1 ჰა-ზე და არაუმეტეს 5 ჰა-ზე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პროექტის განხორციელებისას სახელმწიფო უზრუნველყოფს იმერეთის აგროზონის ტერიტორიაზე: გზის, კომუნიკაციის საშუალებების (ელექტროენერგია, წყალი, გაზი) მიყვანას. იმერეთის აგროზონის ტერიტორიაზე დამოუკიდებელ სუბიექტად წარმოდგენილი იქნება საექსპორტო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს, ტერიტორიაზე დახარისხება, გაყინვა, შეფუთვისთვის ყველა საჭირო ინფრასტრუქტურული შენობა/ნაგებობის შექმნას. პროექტის განსახორციელებლად დაგეგმილია 100 მილიონი ლარის ინვესტიცია, რის შედეგადაც ქვეყანაში საეთაშორისო სტანდარტის მქონე სასათბურე მეურნეობის კლასტერული მოდელი და სატვირთო გადაზიდვების ტერმინალი (კოპიტნარის საერთაშორისო აეროპორტში) შეიქმნება, რომელიც თავის მხრივ დამატებით შესაძლებლობას გაუჩენს სხვა საექსპორტო პროდუქციასაც. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო “აწარმოე საქართველოში - ბიზნესის” ფარგლებში ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. (NS)
გაეცანი საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებს მოსწავლეებისთვის - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
ბოკერია - რეჟიმს უნდა, გააგრძელოს საქართველოს უსაფრთხოების, მომავალი თაობის ხარჯზე გამდიდრება და ძალაუფლების შენარჩუნება საქართველოს მტრების ინტერესების სასარგებლოდ
პარტია „გახარია საქართველოსთვის“მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, მათი საკითხი ნაციონალებისგან ცალკე საქმედ გამოიყოს
ოპოზიცია დასავლეთის ქვეყნების ელჩებს შეხვდნენ
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)