2017-12-28 10:46:21, 3125 ნახვა
მსოფლიო
სპეცოპერაციის დროს ფრანგმა სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს
საფრანგეთში სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს, - ამის შესახებ Le Progres იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ის ლონჟედუას დასახლებაში მდებარე თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრში საქართველოს მეორე მოქალაქის დაჭრაშია ეჭვმიტანილი.
მედიის ცნობით, მოქალაქეები ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. მათ შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მეორეს ცივი იარაღი გამოიყენა.
Le Progres-ი წერს, რომ 33 წლის დაჭრილი მოქალაქის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
ჩხუბში მონაწილე საქართველოს მოქალაქის სამძებრო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. ის დილით დააპატიმრეს და წინასწარი პატიმრობის იზოლატორში გადაიყვანეს.
ავტორი: ,