2017-12-27 20:55:41, 3176 ნახვა
მსოფლიო
სანქტ-პეტერბურგში აფეთქება მოხდა - არიან დაშავებულები
სანქტ-პეტერბურგში, კალინინის მოედანზე მდებარე სუპერმარკეტში აფეთქება მოხდა, - ამის შესახებ Meduza იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, აფეთქების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაშავდა, მათგან 4 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ერთი პირის მდგომარეობა მძიმეა.
მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა სუპერმარკეტის შენობიდან 50 ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს.
ადგილზე პოლიცია და საგანგებო სიტუაციების სამსახურები მუშაობენ. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ავტორი: ,