|
2017-12-27 19:03:53, 1859 ნახვა
კომენტარი
დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის უმრავლესობის ფორმატში განხილვა უნდა მოხდეს
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, ნარკოტიკების მცირე დოზით მოხმარების დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით შეთანხმება უმრავლესობის ფორმატში უნდა მოხდეს: “რომ იქნას ეს მაღალი რისკის შემცველი კანონი ამდაგვარი, როგორიც არის შემოთავაზებული, მოხდეს რისკების მინიმალიზება. რადგან ეს კანონპროექტი ეხება არა მხოლოდ ნარკომომხმაერბლებს, არამედ ეხება საზოგაოდების იმ უდიდეს ნაწილს, რომელიც არ მოიხმარს ნარკოტიკებს. ამიტომ, მე ჩემი გუნდის წევრებთან ერთად, ვინც ვეწინააღმდეგებით ამ კანონპროექტს, ვითხოვთ უმრავლესობის ფორმატში ამ საკითხის განხილვას. ასეთი მაღალი რისკის შემცველი კანონპროექტი, უმრავლესობის ფორმატში უნდა იყოს ეს რისკები აწონილი, შესაბამის უწყებებთან ერთად უნდა იქნას განხილული, რამდენად არიან დღეს მზად ისინი ამისათვის, შემდეგ უმრავლესობის ფორმატში შეთანხმებული თემა უნდა იქნას კომიტეტში განხილული. წინააღმდეგ შემთხვევაში მე მიჩნდება ეჭვი, რომ ჩვენ ვჩქარობთ და ნაკლებად ვფიქრობთ იმაზე, თუ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ამან”,-აღნიშნა ხუნდაძემ. კითხვაზე, არსებობს სხვა ქვეყნის გამოცდილბა , სადაც ლიბერალიზაციის შემედეგ გაიზარდა მოხმამრებელთა რაოდენობა?, ხუნდაძემ ასე უპასუხა: „სარკისებურად არც ერთი ქვეყნის მაგალითის გადმოტანა არ შეიძლება საქართველოში, ამას არ აკეთებს არც ერთი ქვეყანა, რადგან სხვა რისკებთან ერთად, ეს რისკები მახასიათებელია მხოლოდ საქართველოსათვის, ასევე ის, რომ უმუშევრობა არის ძალიან მაღალ პროცესნტში, ასევე სოციალურად დაუცველთა რიცხვი არის საკმაოდ მაღალი, ვფიქრობ, ეს რისკები არ შეიძლება იქნას აწონილი. ჯერ ერთი უნდა იქნას შესაბამისი საჯარიმო სახდელები ადეკვატური, დოზირება უნდა იყოს ასევე ადეკვატური, დეფინიციები უნდა იყოს იმდაგვარი და სამართლებრივი რეგულაციები, რომელიც ნარკომომხმარებელთა რიცხვს შეამცირებს და არა გაზრდის”,-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. ხუნდაძე ჯანდაცვის კომიტეტის 7 წევრიდან ერთ-ერთია, რომელიც კანონპროექტს ეწინააღმდეგება და კომიტეტის სხდომას არ ესწრება.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)