01:09 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-27 18:37:02, 1851 ნახვა

კომენტარი
აკაკი ზოიძე: იმედია, ჩვენი ღრმად პატივცემული კოლეგები პოზიციას შეიცვლიან

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, ნარკოტიკების მცირე დოზით მოხმარების დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით დეპუტატებს განსხვავებული პოზიციები აქვთ.

ზოიძის განმარტებით, ისინი კომიტეტის სხდომის ჩატარებამდე დამატებითი კონსულტაციების გამართვას მიიჩნევდნენ საჭიროდ:

„აქ ჩვენი აზრები გაიყო ამ შემთხვევაში, დაპირისპირება არ ყოფილა. იმდენად ემოციური თემაა მთლიანად საზოგადოებისთვის, ცუდი არ არის იმაში, რომ  პარლამენტარები თავის სულს და გულს დებენ იმ საკითხებში, რაც მიაჩნიათ სწორი, ან არასწორი. აზრი ერთგვაროვანი არ არის, ჩვენ შევეცდებით, რომ მაქსიმალურად შევაჯეროთ პოზიციები, როგორც მთავრობასთან, ისე ჩვენს კოლეგებთან უმრავლესობაში”,-განაცხადა ზოიძემ.

კითხვაზე - იმ დეპუტატებთან, რომლებიც არ ეთანხმებიან კანონპროექტს, მიღწეულია თუ არა რაიმე შეთანხმება, ზოიძემ ასე უპასუხა:

 „ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ჩვენ აუცილებლად გავივლით კონსულტაციებს, ამ შემთხვევაში ჩვენი პოზიციები გაიყო, ხომ არ ჯობია , სანამ საჯაროდ განსხვავებულ პოზიციებს დავაფიქსირებთ, მანამდე გუნდის შიგნით შევთანხმდეთ. ამ კონკრეტულ პოზიციასაც თავისი გამართლება აქვს. არავითრი დრამატიზმი აქ არ არის, დამერწმუნეთ”,-ამბობს ზოიძე.

მან განმარტა, თუ რა არის ის მთავარი თემა, რაზეც დეპუტატებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა:

„პრინციპი არის ერთი, არის იმის ლეგიტიმური შიში, რომ საპატიმრო სასჯელის მოხსნა ხომ არ გამოიწვევს მოხმარების წახალისებას. ეს არის ძირითადი მომენტი, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ გვაქვს არგუმენტები იმის, რომ ის ალტერნატიული მექანიზმი, როგორიცაა გადარწმუნების კომისია, რომლითაც ჩანაცვლდება საპატიმრო სასჯელი, სწორედ ამ საფრთხეს გაანეიტრალებს. ამას გავაცნობთ ჩვენ კომიტეტზე და იმედია, ამის შემდეგ ჩვენი ღრმად პატივცემული კოლეგები შეიცვლიან თავის პოზიციას. ან თუ არ შეიცვლიან, ყოველ შემთხვევაში გვექნება საშუალება,  საბოლოოდ ვთქვათ, რომ ამაზე ვერ შევთანხდით, ამ საკითხზე შევთანხმდით”,-განაცხადა აკაკი ზოიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics