01:08 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-27 17:46:45, 2076 ნახვა

კომენტარი
ირინა მილორავა: ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა კომპანიების მიერ განსახორციელებელ ინვესტიციებს უკავშირდება

"სემეკის" თავმჯდომარის ირინა მილორავას განცხადებით, ელექტროენერგიაზე ტარიფების შეცვლა ლარის კურსს არ უკავშირდება.

როგორც მილორავამ განმარტა, ტარიფების ცვლილება კომპანიების მიერ განსახორციელებელ ინვესტიციებს უკავშირდება.  

მისივე თქმით, ტარიფები, რომლებიც დღეს კომისიამ დაადინა ძალაში 2018 წლის პირველი იანვრიდან შედის და მომდევნო 3 წლის განმავლობაში იმოქმედებს.

"ტარიფებზე არსებითი გავლენა იქონია საინვესტიციო გეგმებმა, იმ პროექტებმა რომელიც ერთ-ერთ წინა სხდომაზე კომისიამ განიხილა და შეითანხმა. ეს გახლავთ ინვესტიციები დაახლოებით 1 200 000 000 ლარის მოცულობით, რომელიც უნდა განახორციელოს ჯამში 13-მა ენერგეტიკულმა საწარმომ. ეს არის ძირითად ინვესტიციები ქსელში, ქსელის განვითარებისთვის. ამიტომ, ძირითადი განმაპირობებელი იყო საინვესტიციო ვალდებულებები. მოხმარება არის სერიოზულად გაზრდილი, 2020 წლისთვის კი დაახლოებით 20%-ით გაიზრდება მოხმარება. ეს არის სერიოზული გამოწვევა სექტორისთვის. ინვესტიციები უნდა განხორცილდეს ორი მიმართულებით, ერთი გადამცემი ქსელი და გამანაწილებელი ქსელი უნდა გაძლიერდეს, ხოლო მეორე უნდა მოხდეს ახალი ჰიდროელექტროსადგურების ქსელში ინტეგრაცია. ლარის გაცვლით კურსს ამ შემთხვევაში ტარიფების გაზრდას არ უკავშირდება. 3-წლიან პერიოდზე გავითვალისწინეთ ის გაცვლითი კურსი, რომელიც წერია ბიუჯეტის შესახებ კანონში. ეს არის 2.50 თეთრი. კომპანიებსაც კურსის გამო პრობლემები არ შექმნიათ. რაც შეეხება მომხმარებლებს, ისინი იქნებბიან დაზღვეულები, რომ 3 წლის განმავლობაში ტარიფების თვალსაზრისით ცვლილებები არ იქნება", - განაცხადა მილორავამ "იმედის" ეთერში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics