01:11 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-27 13:24:40, 2210 ნახვა

კომენტარი
კვირიკაშვილის შეფასებით, რთველის მიმართულებით 2017 წელი უპრეცედენტო იყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ქვეყანაში რთველის მიმართულებით უპრეცედენტო წელი იყო.

პრემიერის თქმით, მიმდინარე წელი ექსპორტის კუთხითაც რეკორდულია.

 „ჩვენ წელს პირველად გვქონდა რთველი, როდესაც, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე, ყურძნის მომყვანი ფერმერები და მეღვინეები შეთანხმდნენ ფასზე. ჩვენ პრაქტიკულად მთლიანად გამოვდივართ სუბსიდირებიდან. ეს არის გამომდინარე იქიდან, რომ ექსპორტი ძალიან წარმატებით ვითარდება და ჩვენ ამ დარგში სწორი პოლიტიკა განვახორციელეთ. 143 მლნ ლარი იყო კახეთში მევენახეების შემოსავალი, 5,5 მლნ ლარი იყო რაჭა-ლეჩხუმში და დანარჩენ რეგიონებშიც, ასევე, მნიშვნელოვანი ქართლში და ა.შ. დიდი შემოსავალი მიიღო ჩვენმა მოსახლეობამ კონკრეტულად მეღვინეობიდან. ასევე, რეკორდული წელი იყო ექსპორტის კუთხითაც - 70 მლნ ბოთლს გადააჭარბა ღვინის ექსპორტმა, რაც პრაქტიკულად დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია. დამეთანხმებით, ეს არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის შემოსავლების ძალიან სერიოზული წყარო. დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით ეს კიდევ არ არის პიკი და, რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ უფრო მაღალ მაჩვენებელს ველით მომავალში”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ამასთან, კვირიკაშვილმა ქართულ ღვინოზეც ისაუბრა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გასულ წელს დასრულდა მთავრობის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო-სამეცნიერო კვლევა, რომლის შედეგადაც, მსოფლიომ საქართველო აღიარა ყველაზე ძველ მეღვინეობის ქვეყნად, მეღვინეობის სამშობლოდ და ღვინის 8 000-წლოვანი ისტორია დასაბუთდა, დამტკიცდა საერთაშორისო მასშტაბით, საერთაშორისო კვლევის შედეგად”, - განაცხადა კვირიკაშვიკლმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics