|
2017-12-27 13:12:21, 1893 ნახვა
კომენტარი
კალაძე: ყოველგვარი სპეკულაციების, თუ ზეწოლის მიუხედავად, ყველა სამართალწარმოებას ბოლომდე მივიყვანთ
შპს „ელფმა“ ტენდერში მიიღო მონაწილეობა, თუმცა მისი წარმოდგენილი ფასი სხვა კომპანიებთან შედარებით, მაღალი იყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დედაქალაქის მერი შპს „ელფთან“ დაკავშირებით, ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კონკრეტულ საქმეზე არასწორი ინტერპრეტაციები ვრცელდება. „მინდა გამოვეხმაურო შპს „ელფთან“ დაკავშირებით ატეხილ უსაფუძვლო აჟიოტაჟს. მოცემულ შემთხვევაში, საქმე პროკურატურაში მიმდინარე საქმისწარმოებას ეხება, რომელიც მერიის აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, ბაგა-ბაღებში კვების ხარისხთან დაკავშირებით დაიწყო. ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ის არასწორი ინტერპრეტაციები და აქცენტები მიუღებელია, რაც კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ვრცელდება, განსაკუთრებით კი, ბოლო დღეების განმავლობაში“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, აღნიშნულ კომპანიასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება ხელისშემშლელი ფაქტორი არ ყოფილა, რომ მათ ტენდერში მონაწილეობა მიეღოთ. „აღნიშნულმა კომპანიამ ტენდერში მონაწილეობა მიიღო, მაგრამ მისი წარმოდგენილი ფასი სხვა კომპანიებთან შედარებით, მაღალი იყო. ჩვენთვის ჩვენი შვილების, პატარების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა პრიორიტეტია. ჩვენ ვართ ქალაქის მთავრობა და ბოლომდე დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების, თითოეული ადამიანის, განსაკუთრებით კი, პატარების ინტერესებს. ყოველგვარი სპეკულაციების თუ ზეწოლის მიუხედავად, ბოლომდე მივიყვანთ ყველა სამართალწარმოებას, სადაც კითხვები ჩნდება და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა თბილისის მერმა. კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობა ყველასგან მაქსიმალურ პასუხისმგებლობას და კეთილსინდისიერ დამოკიდებულებას ითხოვს. „განსაკუთრებით ვერ დავუშვებთ ვერანაირ ხარვეზს და ვერც ამ თემით სპეკულაციას სხვადასხვა მიზნებით, როცა საქმე ბავშვებს ეხება. ჩვენ ნებისმიერი დარღვევის მიმართ სამართლიანი და მკაცრი ვიქნებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)