13:09 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-27 13:08:52, 1961 ნახვა

სამართალი
პრეზიდენტმა 187 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ხელი მოაწერა „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ" განკარგულებას, რომლის თანახმადაც 187 პირია შეწყალებული.

კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებით, აქედან შეწყალების აქტი შეეხო 12 ქალბატონ მსჯავრდებულს და 3 არასრულწლოვან მსჯავრდებულს.

თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 123 მსჯავრდებული, აქედან 8 ქალბატონი მსჯავრდებული და 1 არასრულწლოვანი მსჯავრდებული.

შეწყალების აქტით ვადიანი და უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 64 მსჯავრდებულს, აქედან 4 ქალბატონ მსჯავრდებულს და 2 არასრულწლოვან მსჯავრდებულს.

შეწყალების საკითხთა კომისიამ 14 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში 1182 პირის საქმე განიხილა და კომისიის მუშაობის შედეგად, 2017 წლის 27 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ იქნა 187 მსჯავრდებული.

ზვიად ქორიძის განცხადებით, რაც შეეხება "თეთრი ხმაურის მოძრაობის" რეკომენდაციას - როგორც კი ეს მოსაზრება მათ გამოთქვეს საჯაროდ, ჩვენ მეორე დღესვე გავაკეთეთ განცხადება და ახლაც გიდასტურებთ, რომ ნარკოდანაშაულების მიმართ პრეზიდენტის მიდგომა მაქსიმალურად ლოიალურია.

"იცით რომ სტატისტიკა ღიაა და შეგიძლიათ ნახოთ, დღესაც იმ 123 მსჯავრდებულიდან, რომელიც დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, ნახევარზე მეტი - 65 მსჯავრდებული სხვადასხვა ტიპის ნარკოდანაშაულზე არის მსჯავრდებული და ასევე, იმ მსჯავრდებულებს შორისაც, ვისაც შეუმცირდა სასჯელი არიან ნარკოდანაშაულზე მსჯავრდებული პირები და ის ორი უვადო მსჯავრდებული, ვისაც დღეს პრეზიდენტმა უვადო მსჯავრი შეუცვალა ვადიანით და დაუდგინა კონკრეტული გათავისუფლების თარიღი, ორივე ეს მსჯავრდებული სწორედ ნარკოდანაშაულზე იხდიდა უვადო მსჯავრს", - აღნიშნა ზვიად ქორიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics