|
2017-12-27 11:06:14, 1646 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: ჩვენ ვიწყებთ ახალი დღის წესრიგით მოქმედებას, რომელსაც ჰქვია - „საგზაო რუკა ევროკავშირისკენ“
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიმდინარე წლის ბოლო მთავრობის სხდომაზე 2017 წელი შეაჯამა. ამასთან, პრემიერმა მინისტრთა კაბინეტს ახალი მანდატის მიღება მიულოცა და წარმატებები უსურვა. კვირიკაშვილმა იმ მიღწევებზე ისაუბრა, რომელიც მიმდინარე წლის განმავლობაში მთავრობამ განახორციელა. „დღეს მინდა მოკლედ შევაჯამო გასული წელი. პირველი სხდომაა განახლებული შემადგენლობით. მინდა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს შევეხო. პირველ რგში გილოცავთ ახალ მანდატს და წარმატებებს გისურვებთ ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის საკეთილდღეოდ. მოგეხსენებათ, რომ ცვლილებების მიზანი იყო უფრო მოქნილი და უფრო ეფექტიანი მთავრობა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ცვლილებების შედეგს ჩვენ მომავალში არაერთხელ დავინახავთ. ბევრჯერ განვაცხადეთ, რომ ჩვენი გუნდის ცენტრალური პრიორიტეტი არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ვექტორიდან გამომდინარეობს იმ რეფორმების მთავარი წამყვანი ხაზი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს და რა თქმა უნდა ეს ვექტორი განსაზღვრავს ჩვენი შიდა რეფორმების უდიდეს ნაწილს. 2017 წელს მთავარი მიღწევა ამ მიმართულებით იყო უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებთან, რაც მთელი გუნდის ძალიან დიდი წარმატება იყო და ეს რა თქმა უნდა არ იყო მხოლოდ თავისუფალი მიმოსვლა, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ჟესტი - ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ ნდობის გამოხატვა. ჩვენ გვაქვს შორს მიმავალი მიზნები. საქართველოს საბოლოო მიზანია, ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა და სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ ახალი დღის წესრიგით მოქმედებას, რომელსაც ჰქვია საგზაო რუკა ევროკავშირისკენ, რომელიც გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე ასოცირების ხელშეკრულება. ჩვენ ყველანი დარწმუნებული ვართ, რომ წარმატებით განვახორციელებთ ჩვენს პროგრამას. ამავე დროს ნატოში ინტეგრაცია, აშშ-სთან თანამშრომლობა რჩება უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად. რა თქმა უნდა ორივე მიმართულებით ეს ურთიერთობა გაღრმავდება“, - განაცხადა პრემიერმა.
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)