2017-12-26 16:53:47, 2389 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან 4, ევროსთან კი, 5 თეთრით გაუფასურდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.5751 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.5372 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0379 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 3.0536 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 3.0079 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0457 ლარი შეადგინა.
ავტორი: ,