00:35 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-26 14:45:50, 3058 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილი - შინაპატიმრობის შემთხვევაში, სახლში ეკრანს დავაყენებ, რათა ხალხთან კონტაქტი გავაგრძელო

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შინაპატიმრობის შემთხვევაში საკუთარ საცხოვრებელ სახლში ეკრანის დამონტაჟებას აპირებს, რათა ხალხთან კონტაქტი განაგრძოს, - ამის შესახებ სააკაშვილმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, 3 იანვარს სააპელაციო სასამართლოს სხდომა გაიმართება.

"მათ სურთ ჩემი შინაპატიმრობა, რათა ურთიერთობა არ მქონდეს თქვენთან. თუ ჩამკეტავენ შინაპატიმრობით, თქვენ იცით ჩემი აივნის მისამართი. მექნება მიკროფონები. ვფიქრობ, სად ვიყიდო ახლა იაფად ეკრანი. ჩემი საცხოვრებელი სახლის სახურავზე ეკრანის დაყენებას ვაპირებ. მექნება ხმის სისტემა. ამ ეკრანს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდანაც დაინახავენ. წარმოიდგინეთ რა მაგარი სანახაობა იქნება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics