|
2015-05-11 11:49:18, 718 ნახვა
საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა 39% –ის მოსაზრებით, საქართველო დემოკრატიულია
NDI–ის საზოგადოებრივი კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 39% ფიქრობს, რომ საქართველო უკვე დემოკრატიულია, მაგრამ ჯერ კიდევ საჭიროებს გაუმჯობესებას. 22% აცხადებს, რომ საქართველო ჯერ არ არის დემოკრატიული, მაგრამ ქვეყანა ამ მიმართულებით ვითარდება, გამოკითხულთა 18% მიიჩნევს, რომ საქართველო მხოლოდ საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის არის დემოკრატიული.13%-ის აზრით, საქართველო შესაძლოა მომავალში გახდეს დემოკრატიული, მაგრამ ამჟამად ამ მიმართულებით არ ვითარდება. 3% მიიჩნევს, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანა არ არის და არც არასდროს იქნება. მხოლოდ გამოკითხულთა 1%-ფიქრობს, რომ საქართველო დემოკრატიულია და გაუმჯობესებას აღარ საჭიროებს. 2014 წლის აგვისტოში ჩატარებულ კვლევასთან შედარებით, 2015 წლის აპრილის თვეში 2%-ით მეტი ფიქრობს, რომ საქართველო დემოკრატიულია, მაგრამ ჯერ კიდევ საჭიროებს გაუმჯობესებას. ქვეყნის დემოკრატიულობასთან დაკავშირებით "არ ვიცი"–ს მაჩვენებელი ეთნიკურ უმცირესობათა დასახლებებში უფრო დიდია. NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 27 მარტი - 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)