13:10 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-25 17:23:55, 1798 ნახვა

სამართალი
ნათია მეზვრიშვილი პოლიციის დისკრედიტაციის შესაძლო მცდელობაზე საუბრობს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი საპოლიციო კონტროლის ჩატარებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

მეზვრიშვილმა „მაესტროს“ ეთერში საპოლიციო კონტროლის საჭიროებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით კანონის ფარგლებს არ გასცდენიან. ამასთან, მეზვრიშვილის განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კახეთში ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება პოლიციის მოქმედებებმა გამოიწვია, სიმართლეს არ შეესაბამება.

შს მინისტრის მოადგილე არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული ქმედებები პოლიციის დისკრედიტაციის მიზანს ემსახურებოდეს:

„ ნათია მეზვრიშვილი საპოლიციო კონტროლის საჭიროებაზე და მეთოდებზე ჩვენ ორი მიმართულებით ვიმუშავეთ, აბსოლუტურად კანონის ჩარჩოებში ვიყავით მოქცეულები. პოლიციის შესახებ კანონში პირდაპირ არის გაწერილი დეტალური საფუძვლები, რა შემთხვევაში ტარდება საპოლიციო კონტროლი. ამავე კანონში პირდაპირ წერია, რომ თუ არსებობს საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგეგმება გარკვეული დანაშაულები, რაშიც მონაწილეობა შესაძლოა გარკვეულმა პირებმა მიიღონ საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე, სრული საფუძველი აქვს სამართალდამცველ ორგანოს, რომ საპოლიციო კონტროლი განახორციელოს. საპოლიციო კონტროლი გულისხმობს გარეგნულ შემოწმებას, გარეგნულ დათვალიერებას მათ შორის ავტომანქანების შემთხვევაშიც. ჩვენ კანონის ფარგლებს არც ერთ შემთხვევაში არ გავცდენილვართ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გაიჩხრიკა რამდენიმე ბინა. კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების მიხედით და აქაც სრულიად კანონის დაცვით ვმოქმედებდით. ამიტომ გარკვეული სპეკულაციები, მაგალითად კახეთში მომხდარ ინციდენტზე, თითქოს ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება პოლიციის მოქმედებებმა გამოიწვია - არ შეესაბამება სიმართლეს და ალბათ პოლიციის დისკრედიტაციის მიზნებს ემსახურება“,-აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics