01:11 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-25 16:48:30, 1730 ნახვა

კომენტარი
დავითაშვილი: თხილის პრობლემა მხოლოდ აზიურ ფაროსანას არ უკავშირდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, თხილის პრობლემა მხოლოდ აზიურ ფაროსანას არ უკავშირდება.

როგორც დავითაშვილმა  „ექსპრესანიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თხილში ათობით სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებებია, რომელიც 2017 წლის კლიმატით იყო განპირობებული.

„ ჩვენთვის თხილი არის მნიშვნელოვანი სასოფლო სამეურნეო კულტურა. არამხოლოდ იმიტომ, რომ ის ექსპორტში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და დიდი პროცენტი უჭირავს, არამედ, ბევრი ათასი ფერმერის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა. თქვენც დამეთანხმებით, რომ თხილი დიდწილად იყო კულტურა, სადაც არ იყენებდნენ მცენარეთა დაცვის საშუალებებს და მიჩნეული იყო, რომ თხილი ისედაც მოდის. შესაბამისად, მინიმალური აგროტექნოლოგიით ხდებოდა თხილის მოყვანა და საქართველოს ქონდა ის ფუფუნება, რომ კლიმატური პირობები ამის საშუალებას იძლეოდა“, - განაცხადა მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, თხილში არსებული პრობლემების დეტალურად შესწავლა მოხდა.

„რამდენიმე მნიშვნელოვანი ფორუმი ჩატრდა უმაღლესი დონის ექსპერტების მონაწილეობით, არამხოლოდ ქართველების, არამედ თურქი და იტალიელი სპეციალისტები მონაწილეობდნენ. მნიშვნელოვანია რომ მოსახლეობას, თხილთან დაკავშირებული ინფორმაცია სწორად მივაწოდოთ. თხილში პრობლემა მხოლოდ აზიურ ფაროსანას არ უკავშირდება. გვინდა რომ კომუნიკაცია  ამ ნაწილში ძალიან მკაფიო იყოს, რომ არ აღვრიოთ ერთის მხრივ გამოწვევა, რომელიც ფაროსანადან მოდის, და მეორეს მხრივ თხილში დაავადებები და პრობლემები.  თხილში ჩვენ გვქონდა ათობით სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებები. კლიმატი იყო საკმაოდ რთული 2017 წელს. მაღალი ტემპერატულრა, საკმაოდ დიდი ნალექები იყო მოკლე პერიოდში და შემდგეომ თითქმის გვალვიანი პერიოდი“, –განაცხადა მინისტრმა

დავითაშვილმა დასძინა, რომ ჭარბი ნალექის მოსვლა მოკლე პერიოდში, განსაკუთრებით ხელსაყრელ პირობებს ქმნის სოკოვანი დაავადების გავრცელების და  გამრავლების კუთხით.

„რაც აისახა ჩვენი თხილის ხარისხზე მათ შორის დაავადება, რომელიც უკავშირდება ფარულ სიდამპლეს და შიდა სიდამპლე იყო ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, შემაფერხებელი. ექსპორტისთვის. ეს არის ბაქტერიებისგან გამოწვეული დაავადება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრი მოსახელობას მოუწოდებს 2018 წელს ხარისხიანი პროდუქციის მისაღებად, მიჰყვნენ იმ რეკომენდაციებს, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს გააჩნია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics