23:35 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-25 14:47:00, 1787 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე ზვიად რატიანის საქმეზე: თუ ძალის გადამეტების ფაქტი არ დაფიქსირდა, პოლიციელი არ უნდა დაიჩაგროს

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პოეტ ზვიად რატიანის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, უნდა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ძალის გადამეტების ფაქტი არ დაფიქსირდა, სამართალდამცველებს გვერდში დგომა სჭირდებათ.

"თუ ადგილი ჰქონდა პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას, მაშინ ბუნებრივია სამართალდამცველის პასუხისმგებლობაზე უნდა იყოს საუბარი. ხოლო თუ დადგინდება, რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია, მაშინ პოლიციელი ნამდვილად არ უნდა დაიჩაგროს. პირიქით, მათ უნდა ვაჩვენოთ, რომ არც ერთ შემთხვევაში, როდესაც ისინი არიან ადექვატურები, მკაცრები და კანონის ფარგლებში მოქმედებენ, მათ საქმიანობას კიდევ მეტი სტიმულირება სჭირდება. მათ სჭირდებათ გვერდით დგომა", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა.

შეგახსენებთ, რომ ზვიად რატიანი საპოლიციო კონტროლისას დააკავეს. რატიანი ამბობს, რომ სამართალდამცველებმა დაკავებისას უფლებამოსილებას გადააჭარბებს. ის პოლიციელებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან მოქალაქე ზვიად რატიანის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ძალადობით გადამეტების ფაქტზე.

შს მინისტრის მოადგილე  ნათია მეზვრიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ზვიად რატიანი იყო ნასვამ მდგომარეობაში, ვერ აკონტროლებდა ქცევას და ლექსიკას, იქცეოდა აგრესიულად, წინააღმდეგობას უწევდა და შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცველებს, რითაც მათ არ აძლევდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics