2017-12-25 12:23:08, 2143 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის სამართალდამცველებმა 30-მდე პალესტინელი დააკავს
ღაზას სექტორსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაწილში განხორციელებული რეიდის დროს, ისრაელის სამართალდამცველებმა სულ მცირე 29 პალესტინელი დააკავეს, - ამის შესახებ Jerusalem Post იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, სულ 2 რეიდი განხორციელდა. დაკავებულებს ტერორიზმთან კავშირს ედავებიან.
ცნობისთვის, ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მას შემდეგ რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა, დაწყებული შეტაკებების დროს სულ 13 პალესტინელი დაიღუპა.
ავტორი: ,