|
2017-12-25 11:10:45, 1747 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ყოველწლიური დაჯილდოება
სასტუმრო თბილისი მერიოტმა საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ყოველწლიურ დაჯილდოების ცერემონიალს უმასპინძლა. 2017 წელს მოყვარულთა თასმა საქართველოს მასშტაბით სტარტი მარტში აიღო, ტურნირი საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა. საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ბერდია ჯიბლაძემ სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის მიზნებზე, განვლილ სეზონსა და შემდეგი სეზონის გეგმებზე ისაუბრა. ღონისძიებას ესწრებოდნენ, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორმა ზაზა დოლიძემ, ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი გვილავამ. ღონისძიებაზე, გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ მოყვარულთა თასისა და თბილისის ლიგების სხვადასხვა ნომინაციაში წარდგენილი მოთამაშეები, გამარჯვებული გუნდები, გუნდის მწვრთნელები და ზოგადად, ადამიანები, რომლებმაც ტურნირის ჩატარებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს. 2017 წლის განმავლობაში სამოყვარულო ფეხბურთში ჩართული ადამიანების რიცხვმა მკვეთრად იმატა. მთელი საქართველოს მასშტაბით, ტურნირში მონაწილეობა მიიღო 300-მდე გუნდმა და 8000 - მდე მოყვარულმა ფეხბურთელმა. ასეთმა მასშტაბებმა მისცა საფუძველი იმას, რომ ჩვენი ქვეყანა მონაწილეობას მიიღებს UEFA regions cup-ზე. საქართველოს გარდა თასზე 38 ევროპული ქვეყანა იქნება წარმოდგენილი! პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „აჭარა“, ტელეკომპანია „თრიალეთი“. ინტერნეტპორტალები: “sportstar.ge”, „მსოფლიო სპორტი“,“1news.ge”, “epn.ge”, რადიო „ჯაკო“.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|








epn.ge (@expressnews.ge)