05:27 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-25 09:44:10, 1754 ნახვა

საზოგადოება
კახი კალაძე „რუმსთან“ და ცაბაძის ქუჩაზე ხანძრის ტერიტორიებზე იმყოფებოდა

თბილისის მერი კახა კალაძე კოსტავას ქუჩაზე სასტუმრო „თბილისი რუმსთან“ და ცაბაძის ქუჩაზე ხანძრის ტერიტორიებზე იმყოფებოდა.

დედაქალაქის მერი ორივე ადგილას არსებულ ვითარებას გაეცნო.

კოსტავას ქუჩაზე სასტუმრო „თბილისი რუმსში“ და ცაბაძის ქუჩაზე გვიან ღამით  ხანძარი გაჩნდა.

სასტუმროდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა და ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

თუმცა ორი ადამიანი დაიღუპა დინამოს სტადიონთან, ცაბაძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩენილი ხანძრის შედეგად. 

ორი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

ცეხლის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics