11:42 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-24 12:33:53, 3187 ნახვა

სამართალი
საპოლიციო კონტროლი დასრულდა-დაკავებულია 127 პირი

დილის 6 საათზე საპოლიციო კონტროლი დასრულდა. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ში სპეციალური  ბრიფინგი გაიმართა.

როგორც აღინიშნა, სულ 52 000-მდე პირი გადამოწმდა, მათგან  127 პირი კი დაკავებულია.

„დაკავებულია 127 პირი, მათ შორის არიან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისთვის  45 პირი, მათ შორისაა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის  და ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებული პირები. გატარებული ღონისძიებების შედეგად დაკავებულია სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი 5 პირი. ცივი იარაღის ტარებისთვის გამოვლინდა 96 პირი,ამოღებულია 1 კილოგრამზე მეტი ჰეროინი და სხვა და სხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, ასევე 73 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, 54 ხელყუმბარა, 122 კაფსულ-დეტონატორი, 3740 ცალი ვაზნა,საპოლიციო კონტროლის შედეგად სულ გადამოწმდა 52 000-მდე პირი. ასევე დაკავებულია რამდენიმე ნარკორეალიზატორი.მათ შორის ერთ-ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქე.გამოძიებამ დაადგინა, რომ მას ქვეყანაში სისტემატიურად შემოჰქონდა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, ძირითადად ფონიჭალაში ახდენდა მის რეალიზაციას“,-განაცხადეს უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკი დედამიწის დღეს მწვანე ინიციატივებს აჯამებს
NATO-ს ახალი სპეცწარმომადგენელი სომხეთში ვიზიტით იმყოფებოდა, ისაუბრეს პარტნიორობის განვითარებაზე
ალბი კორძაიას პოსტის საფუძველზე შსს-მ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო
ზუგდიდში ჯიჭონაიების შვიდ სულიან ოჯახს ასახლებენ, ადგილზე ხმაურია - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics