|
2017-12-24 10:33:11, 2062 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს ქართული ენის სერტიფიკატები გადაეცათ
იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ხათუნა კასრაძემ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს ქართული ენის სერტიფიკატები გადასცა. ქართული ენის სწავლების კურსი სადახლოსა და იორმუღანლოში მცხოვრებმა 36-მა აზერბაიჯანულენოვანმა მოქალაქემ გაიარა, დღეს კი, მათ ენის ცოდნის დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ, რომელთაც იუსტიციის სასწავლო ცენტრი ექსკლუზიურად გასცემს. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, სასწავლო ცენტრი ეროვნული უმცირესობებისთვის განკუთვნილ ქართული ენის კურსებს 2015 წლიდან ატარებს. სწავლების მიზანია, ენობრივი ბარიერების შემცირებით ხელი შეუწყოს არაქართულენოვანი მოქალაქეების ინტეგრაციას თანამოქალაქეებთან, გააუმჯობესოს მათ მიერ სახელმწიფო სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა და ხელი შეუწყოს მათ განვითარებასა და დასაქმებაში. ქართული ენის სწავლის შესაძლებლობა 17-დან 66 წლამდე ასაკის მოქალაქეებს მიეცათ. აღსანიშნავია, რომ მონაწილეებში ძალიან მაღალი ენთუზიაზმი გამოიწვია ქართული ენის სერტიფიკატის მიღების შესაძლებლობამ, რადგან მისი წარდგენა მათ შეუძლიათ პოტენციურ დამსაქმებელთან ენის ფლობის დონის დადასტურების მიზნით. სწავლების საწყის ეტაპზე მონაწილეებს ჩაუტარდათ ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი პრეტესტი, მიღებული შედეგების გათვალისწინებით კი, შეირჩა შესაბამისი სახელმძღვანელო, რომლითაც სასწავლო ცენტრის ტრენერები წარმართავდნენ მეცადინეობებს. სერტიფიკატების გადაცემა თბილისის იუსტიციის სასწავლო ცენტრში მოხდა. ღონისძიებას სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, სოსო გიორგაძე და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, სწავლება სადახლოსა და იორმუღანლოში არსებულ საზოგადოებრივ ცენტრებში (http://centri.gov.ge/ge/centers ) მიმდინარეობდა. 2015 წლიდან ენის კურსი 256-მა მონაწილემ გაიარა შემდეგ სოფლებში: სადახლო, იორმუღანლო, სართიჭალა, ყვარელწყალი, კაზრეთი, კაბალი და ფოკა. (NS)
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)