19:41 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-23 16:54:08, 2291 ნახვა

საზოგადოება
N11 არასრულწლოვანთა დაწესებულბას იუმორისტული შოუს წევრები და ჯგუფი „რეზო და ბავშვები“ ესტუმრნენ

N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს, წინასაახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, დამდეგი შობა-ახალი წელი დღეს  იუმორისტული შოუს მსახიობებმა და ჯგუფმა „რეზო და ბავშვები“ მიულოცეს.

მსახიობები ლევან კვარაცხელია, ლევან გოგორელიანი, თემურ მჟავია და ჯგუფი „რეზო და ბავშვების“ წევრები - რევაზ ბლიაძე და ლევან ხოტივარი დაწესებულებას პირადად ესტუმრნენ და იუმორისტულ ნომრებთან ერთად, სიმღერებიც შეასრულეს. სტუმრებმა  იუმორისტულ ჟანრში მუშაობასთან დაკავშირებით ახალგაზრდების შეკითხვებსაც  უპასუხეს.

მსახიობ თემურ მჟავიას განცხადებით, საზოგადოების მხარდაჭერა არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „როცა ყველა ადამიანი ახალ წელს ოჯახთან ერთად, ახლობლების გარემოცვაში ხვდება, მნიშვნელოვანია პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფმა ახალგაზრდებმა ჩვენი გვერდით დგომა იგრძნონ. აღნიშნულ დაწესებულებაში არსებული გარემო და პირობები სახელმწიფოს მხრიდან  ამ ახალგაზრდების მიმართ ზრუნვაზე მიუთითებს. ჩვენ მომავალშიც მზად ვართ მოვიდეთ და მათთვის ღონისძიებები გავმართოთ“, - განაცხადა თემურ მჟავიამ.

„რეზო და ბავშვების“ ხელმძღვანელის რევაზ ბლიაძის განცხადებით, მისი ჯგუფი მზადაა, არასრულწლოვანი მსჯავრდებულების მხარდაჭერის მიზნით, სამინისტროსთან მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლოს და დაწესებულებაში სამომავლოდ, კონცერტიც გამართოს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics