|
2017-12-23 16:51:34, 2389 ნახვა
სამართალი
მართვის მოწმობის შეცვლის ვადა გახანგრძლივდა
შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით, მოქალაქეებს მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში მართვის მოწმობების შეცვლა კიდევ სამი თვის განმავლობაში, 1 აპრილამდე შეეძლებათ. საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ცვლილება „საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში“ 1 იანვრიდან ამოქმედდება. როგორც შსს-ში აცხადებენ, გადაწყვეტილება მიღებულია მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებთან მართვის მოწმობის შეცვლის მსურველთა სიმრავლის გამო. „მართვის მოწმობის ვადებთან დაკაშირებით მოქალაქეების ინფორმირება მომსახურების სააგენტოს შესაბამისმა სამსახურმა 2014 წლიდან დაიწყო, ხოლო 2017 წლის სექტემბრიდან, 4 თვის განმავლობაში მოქალაქეებს სხვადასხვა მასობრივი საინფორმაციო საშუალებითა და სოციალური ქსელებით, მართვის მოწმობის ცვლილებების, ვადებისა და პროცედურების შესახებ, არაერთხელ განემარტათ. მიუხედავად ამისა, მომსახურების სააგენტოში მოქალაქეების მიმართვიანობა ბოლო ერთი თვის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა, რის გამოც სააგენტო მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა. ამჟამად გაცემულია 90 000 -ზე მეტი განახლებული მართვის მოწმობა, თუმცა მომსახურების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზის თანახმად, 2018 წლისთვის შესაცვლელი მართვის მოწმობა კიდევ 94 000-ზე მეტია. ახალი ცვლილების მიხედვით, მოქალაქეებს დამატებით მიეცათ სამ თვიანი ვადა იმისთვის, რომ შეცვალონ 2006 წლის პირველ აპრილამდე გაცემული მართვის მოწმობა. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ 2018 წლის 1 აპრილამდე არ შეცვალა მართვის მოწმობა, დოკუმენტი ავტომატურად ჩაითვლება ძალადაკარგულად და მოქალაქე ავტომობილის მართვას შეძლებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობას შეცვლის. მართვის მოწმობის შეცვლის მსურველები არც 2018 წლის 1 აპრილის შემდეგ ჩააბარებენ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას. დამატებით განვმარტავთ, რომ აღნიშნული ცვლილება არ ეხება თანამედროვე პლასტიკური ბარათების ტიპის მართვის მოწმობებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
(NS)
საქართველოს ბანკი დედამიწის დღეს მწვანე ინიციატივებს აჯამებს
NATO-ს ახალი სპეცწარმომადგენელი სომხეთში ვიზიტით იმყოფებოდა, ისაუბრეს პარტნიორობის განვითარებაზე
ალბი კორძაიას პოსტის საფუძველზე შსს-მ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო
ზუგდიდში ჯიჭონაიების შვიდ სულიან ოჯახს ასახლებენ, ადგილზე ხმაურია - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)