2017-12-23 13:20:31, 3037 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის არმიასა და პალესტინელებს შორის შეტაკებას კიდევ 2 ადამიანი ემსხვერპლა
პალესტინის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის ინფორმაციით, ისრაელის არმიასთან შეტაკებისას ორი პალესტინელი დაიღუპა.
ღაზას ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მოკლულები 24 და 29 წლის მამაკაცები არიან, ასევე დაჭრილია 45 წლის კაცი.
ABCnews-ის ცნობით, ძალოვნებმა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს. სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში 600- ზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, 6 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარებს. ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ისრაელში აშშ-ის საელჩო იერუსალიმში გადაინაცვლებს.
ავტორი: ,