07:56 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-22 20:15:10, 2587 ნახვა

მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი სერგეი ლავროვს შეხვდა

მოსკოვში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბორის ჯონსონისა და მისი რუსი კოლეგის სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართა. 
პრესკონფერენციის დროს ჯონსონმა რუსი ხალხის მიმართ პირადი სიმპათია გამოხატა. ჯონსონის თქმით, მისი მთავარი მიზანი მოსკოვში ვიზიტისა არის რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება. 
"ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის ძალისხმევა რა თქმა უნდა ორმხრივი უნდა იყოს - მინდა აღვნიშნო, რომ მე წინაპრები მყავს ამერიკაში გერმანიაში და აქაც, მოსკოვში. დარწმუნებული ვარ, რომ მე ვარ პირველი საგარეო მინისტრი ბრიტანეთში, რომელსაც ბორისი ჰქვია და მომავალში მგონი აღარც ეყოლებათ– განაცხადა ბრიტანელმა მინისტრმა.
თუმცა ,შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისინი წაკამართდნენ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სერგეი ლავროვმა ბრიტანეთის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა.
„ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები ჯერ არავის წარმოუდგენია. ჩემმა ბრიტანელმა კოლეგამაც კი აღიარა, რომ არ აქვს მტკიცებულებები ბრექსიტში რუსეთის ჩარევის,“-აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
„წარმატებული ჩარევის. ეს უფრო სწორი ფორმულირება იქნებოდა.“– რეპლიკით უპასუხა ჯონსონმა.
ლავროვი ჯონსონის რეპლიკამ გააღიზიანა და განაცხადა, რომ ჯონსონს ეშინია მისი რეპუტაცია ბრიტანულ მედიასაშუალებებში არ შეილახოს, რაზეც ჯონსონმა უპასუხა, რომ კოლეგის რეპუტაცია მასაც აღელვებს. 
ბორის ჯონსონი მოსკოვში ერთი დღით ჩავიდა. ეს ბრიტანელი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი იყო ბოლო 5 წლის განმავლობაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics