|
2017-12-22 17:57:01, 2093 ნახვა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა
საქართველოსა და აზერბაიჯანის ფინანსთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და აზერბაიჯანის ფინანსთა მინისტრმა, სამირ შარიფოვმა ბაქოში გამართული ორმხრივი შეხვედრისას. მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების საკითხებზე ისაუბრეს. ასევე, ერთმანეთს დაგეგმილი რეფორმების თაობაზე მიაწოდეს ინფორმაცია. სამინისტროს ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ ცვლილებებზე, რომელიც განხორციელდა მოგების გადასახადის რეფორმის კუთხით, ასევე, დიდი იყო დაინტერესება სამომავლოდ დაგეგმილი რეფორმების, კერძოდ, საბაჟო სერვისების გამარტივების, დღგ-ის ზედმეტობების ავტომატური დაბრუნების სისტემის ჩამოყალიბების მიმართულებით. „გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები. ჩვენს კოლეგებთან ვისაუბრეთ იმ მიღწევებზე, რაც გვაქვს ეკონომიკური რეფორმების შედეგად. განვიხილეთ ჩვენი ქვეყნების მაკროეკონომიკური მდგომარეობა, ამავე დროს, მოვისმინეთ ინფორმაცია იმ რეფორმების შესახებ, რომელსაც გეგმავენ ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგები 2018-2019 წლებში. ისინი ძალიან დაინტერესდნენ იმ გამოცდილებით, რომელიც გვაქვს საბაჟო სერვისების მიმართულებით, ასევე იმ რეფორმებით, რომელიც დღგ-ის ზედმეტობების დაბრუნების ავტომატური სისტემის შექმნას ეხება. ვფიქრობ, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ორმხრივად სასარგებლო გახდება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. „ძალიან კმაყოფილი ვართ დღევანდელი შეხვედრით. ეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი ვიზიტია ამ რანგში. ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმ პარტნიორული ურთიერთობებისა, რომელიც დამყარებულია საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის, ეს, ასევე ადასტურებს თანამშრომლობის მაღალ დონეს საქართველოს და აზერბაიჯანის მთავრობას შორის. ვიზიტის ფარგლებში, განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, გავცვალეთ ხედვები რეგიონში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ასევე, ვისაუბრეთ თუ როგორ უნდა მოხდეს გამოცდილების გაზიარება ორ სამინისტროს შორის. ჩვენთვის საინტერესოა საქართველოს გამოცდილების გაზიარება რეფორმების მიმართულებით. ასევე, ვფიქრობ, რომ ქართული მხარისთვისაც არსებობს საინტერესო სფეროები ამ მიმართულებით. დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, რომელმაც მოგვიწოდა ხელი შევუწყოთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას", - აღნიშნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრმა.
(NS)
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)