2017-12-22 17:50:03, 1896 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.5342 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.5266 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0076 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 3.0030 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 3.0006 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0024 ლარი შეადგინა.
ავტორი: ,