2017-12-22 15:09:23, 2394 ნახვა
მსოფლიო
ათენში სასამართლოს შენობასთან აფეთქება მოხდა
საბერძნეთის დედაქალაქ ათენის ცენტრში, სააპელაციო სასამართლოს შენობასთან ნაღმი აფეთქდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ნაღმიანი ჩანთა აფეთქდა. სასამართლოსთან ორმა დაუდგენელმა პირმა დატოვა, რომლებიც მოტოციკლით გადაადგილდებოდნენ. აფეთქების შედეგად შენობის მინები ჩაიმსხვრა. დაშავებულები არ არიან.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია. მიმდინარეობს გამოძიება.
აღსანიშნავია, რომ აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე, ორმა ბერძნულმა მედიასაშუალებამ აფეთქების მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო.
ავტორი: ,