|
2017-12-22 00:56:37, 1821 ნახვა
კომენტარი
თეა წულუკიანი: ტიმოშენკოს წინასწარი პატიმრობა სტრასბურგმა უკანონოდ ცნო, მერაბიშვილის კი, კანონიერად
„მერაბიშვილის საქმის ტიმოშენკოს და ლუცენკოს საქმეებთან შედარება შეუძლებელია", − ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატების შეკითხვას. „აქ მოყვანილი იყო ტიმოშენკოს და ლუცენკოს საქმეები. ფართო საზოგადოებამ შეიძლება არ იცოდეს და ამგვარ განცხადებებს შეცდომაში შეჰყავდეს, ამიტომ განვმარტავ: ამ ორი საქმის მერაბიშვილის საქმესთან შედარება, უბრალოდ, შეუძლებელია, რადგან ქალბატონი ტიმოშენკო ამტკიცებდა სტრასბურგის სასამართლოს წინაშე, რომ მისი დაკავება და წინასწარი პატიმრობა იყო უკანონო და თვითნებური. სტრასბურგის სასამართლომ მას უთხრა, რომ დიახ, თქვენი დაკავება და წინასწარი პატიმრობა იყო თვითნებური და უკანონოო და 2 ნაწილში დაუდგინა მე-5 მუხლის დარღვევა. ლუცენკოს საქმეზე, რომელიც აცხადებდა სტრასბურგის სასამართლოს წინაშე, რომ მისი დაკავება, შემდეგ წინასწარი პატიმრობა იყო უკანონო და თვითნებური, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მისი დაკავება, შემდგომი პატიმრობა იყო უკანონო და თვითნებური. ივანე მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ თქვა სრულიად საპირისპირო. ჩვენ, ვინც აქ ვსხედვართ, საქართველოს მთავრობა, ვიყავით მოპასუხე. მერაბიშვილი ამტკიცებდა, რომ ლუცენკოსა და ტიმოშენკოს მსგავსად, ისიც უკანონოდ დააკავეს და უკანონოდ შეუფარდეს წინასწარი პატიმრობა. სტრასბურგის სასამართლომ კი თქვა, რომ ჩვენ წარვადგინეთ მასალები, რომლებიც ცხადყოფდა, რომ მერაბიშვილის დაკავება და წინასწარი პატიმრობის შეფარდება და შემდგომი პატიმრობა იყო კანონიერი. თუ ჩვენ ამისი დანახვა არ გვინდა, რა თქმა უნდა, არ არის არანაირი პრობლემა. ერთადერთი, რაც შემიძლია, შემოგთავაზოთ, არის ის, რომ სპეკულაციებით კი ნუ დავკავდებით, არამედ დაველოდოთ მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციას და შემდეგ გავაგრძელოთ ეს მსჯელობა, მაგრამ საზოგადოებას ნუ ეტყვით, რომ ლუცენკოსა და ტიმოშენკოს საქმეებზე დადგა ერთი და იგივე შედეგი. ვანო მერაბიშვილის ციხეში ყოფნის ყველა დღე სტრასბურგის სასამართლომ აღიარა კანონიერად! ეს არის პასუხი და მეტი ამ კითხვაზე არაფერი არ შეიძლება ითქვას", − განაცხადა თეა წულუკიანმა.
(NS)
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)