2017-12-21 16:04:17, 1646 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე კვირიკაშვილს: თქვენი მთავარი დადებითი თვისება ადამიანურობა და გულწრფელობაა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გუშინ პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს მოკლე კომენტარით გამოეხმაურა.
მდინარაძის თქმით, გიორგი კვირიკაშვილის მთავარი დადებითი თვისება ადამიანურობა და გულწრფელობაა და ეს თვისებები პროფესიონალიზმთან ერთად, საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხარდაჭერას უზრუნველყოფს:
„თქვენი მთავარი დადებითი თვისება ადამიანურობა და გულწრფელობაა მგონია, ეს თვისება პროფესიონალიზმთან ერთად სინთეზში საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხარდაჭერას უზრუნველყოფს, ჩვენც საზოგადოების ამ უდიდესი ნაწილის აზრს გამოვხატავთ ამ პარლამენტში“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ავტორი: ,