2017-12-21 15:38:54, 2151 ნახვა
კომენტარი
ლევან გოგიჩაიშვილი ბოკერიას: თქვენ გამოუსწორებელი უზრდელი ხართ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია გააკრიტიკა და მას „გამოუსწორებელი უზრდელი“ უწოდა:
„ბატონო ბოკერია, თქვენ ბრძანდებით გამოუსწორებელი უზრდელი იმიტომ, რომ ყველა თქვენი კითხვა, ყველა თქვენი გამოსვლა არის ძალიან შეურაცხმყოფელი და ვფიქრობ, წარმოუდგენელია თქვენთან რაიმე კონსტრუქციულზე საუბარი“,-მიმართა გოგიჩაიშვილმა ბოკერიას.
აღნიშნულს წინ უძღოდა გიგა ბოკერიას განცხადება საგადასახადო ტვირთან დაკავშირებით. მისი თქმით, საგადასახდო ტვირთი იზრდება. ბოკერიამ ეკონომიკური პოლიტიკა გააკრიტიკა და დაინტერესდა, როგორ უწყობს ხელს საგადასახადო ტვირთის ზრდა ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
ავტორი: ,