2017-12-20 19:25:29, 2433 ნახვა
სამართალი
ქუთაისში არასრულწლოვანი დაჭრეს
ქუთაისში, სულხან საბას ქუჩაზე ყაჩაღობის დროს არასრულწლოვანი დაიჭრა.
შემთხვევა, გვიან ღამით აიდინოვების ოჯახში მოხდა. მათ სახლში სამი ნიღბიანი პირი შეიჭრა და ოქრო და ფული მოითხოვა. წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ ერთ-ერთმა თავდამსხმელმა იარაღიდან გაისროლა, რა დროსაც 16 წლის შვილი ფეხში დაიჭრა.
მოზარდი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. ექიმის ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.
ავტორი: ,