21:39 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 17:17:21, 1479 ნახვა

კომენტარი
კვირიკაშვილი მის შესაძლო გადადგომაზე: მინდა გავაწბილო ყველა, ვინც ასეთ მოლოდინებს ტირაჟირებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დადასტურდა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ტენდერი კანონის  დაცვით ჩატარდა და კონკურენტული პირობები სრულად უზრუნველყოფილი იყო.

კვირიკაშვილის თქმით, კარტელური გარიგებების შესახებ  გია გაჩეჩილაძის განცხადების შემდეგ, მან საკითხის შესწავლის დავალება გასცა. კვირიკაშვილის განმარტებით, გაირკვა, რომ ტენდერის პირობები არ დარღვეულა და იქ მისი რეაგირებაც დამთავრდა.

კვირიკაშვილი აღნიშნავს, რომ თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს, ვინაიდან გია გაჩეჩილაძის ბრალდებები არ დადასტურდა:

„ამ საკითხზე ბევრის საუბრის სურვილი ნამდვილად არ მაქვს. მოლოდინი გამართლდა? ეს კითხვა მაქვს თქვენთან. მემგონი, არ გამართლდა მოლოდინი. როდესაც მან მე მომმართა, ბუნებრივია, ურთიერთობიდან გამომდინარე, მისი გზავნილი მივიღე, მაშინვე, ერთადერთი დავალება გავეცი, რომ გაერკვიათ იყო თუ არა კონკურენტული პირობები დაცული,  კონკურენტული გარემო და თანაბარი შესაძლებლობები შექმნილი. მივიღე ამომწურავი პასუხი ამ საკითხზე. გამომდინარე აქედან, მე დავასკვენი, რომ ამ საკითხში აბსოლუტურად გამჭვირვალედ, კანონის დაცვით იყო ჩატარებული ტენდერი და რომ არ გაეკთებინა ბატონ გია გაჩეჩილაძეს შეურაცხმყოფელი განცხადება ჩემი გუნდის წევრების მიმართ, საერთოდ არ ვაპირებდი არანაირი კომენტარის გაკეთებას ამ თემაზე. მინდა დავამკვიდროთ სტანდარტი, რომ არ შეიძლება ადამიანების ასე შეურაცხყოფილად მოხსენიება, როგორც ეს გააკეთა ბატონმა გია გაჩჩილაძემ.მხოლოდ ამიტომ გავაკეთე კომენტარი და ვთქვი, რომ ეს არის მიუღებელი,. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული ტენდერი, რომელიც მე შევისწავლე, ასბოლუტურად ზედმიწევნით იყო დაცული.  მე მაქვს ამის უფლება და ეს არ არი ზეწოლა არავისზე, მთავრობის ხელმძღვანელი ვარ და მთავრობის ტენდერზეა საუბარი, იყო კანონის ზედმიწევნით დაცვით ჩატარებული ტენდერი, ჩემი რეაგირება დასრულდა იქ.ჩემი რეაგირება დასრულდა იმიტომაც, რომ არავის უნდა ჩაეთვალა, რომ მე მეგობარს დავეხმარე და ჩემი თანამდებობა ამისთვის გამოვიყენე. მას მოყვა პოლიტიკური ქარიშხალი- გადადგება- გადმოდგება და ასე შემდეგ.მინდა, გავაწბილო ყველა ის ადამიანი, ვინც ასეთ მოლოდინებს ატირაჟირებს  სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში, სადაც მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობასთან ერთად ნდობის მისაღებად იმყოფება.

შეგახსენებთ, რეანომობილების შესყიდვის მიზნით ჩატარებული ტენდერიდან შპს „სიტროენ ჯორჯიას“ დისკვალიფიკაცია მოხდა. ჯანდაცვის სამინისტრომ ამ თემაზე  განმარტება გააკეთა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შპს „სიტროენ ჯორჯიას“ მიერ დოკუმენტების წარდგენის შემდეგ აღმოჩნდა, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილ საბუთებსა და სამინისტროს მიერ სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს შორის მრავალი შეუსაბამობა იყო. გია  გაჩეჩილაძემ, რომლის სიძეც „სიტროენ ჯორჯიას“ დამფუძნებელი და დირექტორია, სახელმწიფო შესყიდვებში უსამართლო პირობების არსებობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ცალკეულ კერძო კომპანიებთან კარტელური გარიგებები აკავშირებს.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გია გაჩეჩილაძის (უცნობი) ბრალდებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი გუნდის წევრების მიმართ გაჟღერებული ბრალდებები უსაფუძვლო იყო. კვირიკაშვილმა ისიც თქვა, რომ თუ გია გაჩეჩილაძის ბრალდებები დადასტურდებოდა, მზად იყო, თანამდებობა დაეტოვებინა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics