03:16 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 16:43:12, 1985 ნახვა

ეკონომიკა
ბახტაძე: კაპიტალის ბაზრის განვითარება მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია

,,კაპიტალის ბაზრის განვითარება ჩვენი მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია“,-ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაერთიანებულ საპარლამენტო კომიტეტებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 მისი თქმით, ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის სიღრმე და ეფექტურობა შექმნის ეროვნული ვალუტით გრძელვადიანი დაფინანსების შესაძლებლობას, რაც ხელს შეუწყობს კერძო სექტორის, როგორც ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი მამოძრავებლის, განვითარებას.

მისივე თქმით,  სტაბილური ადგილობრივი კაპიტალის ბაზარი, თავის მხრივ, შეამცირებს მერყეობებს ეკონომიკაში და კიდევ უფრო გაზრდის მის ეფექტურობას.

,,ჩვენი უწყების კომპეტენციის ფარგლებში უკვე განხორციელდა ღონისძიებები საგადასახადო სისტემის და ფასიანი ქაღალდების მიმართულებით, კერძოდ, განხორციელდა ფასიანი ქარალდების დაბეგვრის სისტემის ძირეული გადახედვა. შემუშავდა საგადასახადო კოდექსში ცვლილების პროექტი. ამჟამად, საქართველოს პარლამენტში, სწორედ აღნიშნული პროექტის განხილვა  მიმდინარეობს.  კანონპროექტის თანახმად, ფიზიკური პირები და არარეზიდენტები თავისუფლდებიან საშემოსავლო და მოგების გადასახადებისგან, ასევე,  სასესხო და წილობრივი ფასიანი ქაღალდის მიწოდებით და  სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებულ შემოსავალზე, გარდა განაკვეთების შემცირებისა.  ცვლილების თანახმად, შესაძლებელი იქნება,  როგორც რეზიდენტი ისე არარეზიდენტი პირებისთვის სრულად განულდეს საგადასახადო ადმინისტრირების რისკები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ჩვენ გვექნება ფინანსური ინტრუმენტების დაბეგვრის ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკა"  - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics