|
2017-12-20 16:26:08, 2161 ნახვა
სამართალი
ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების დაფინანსება გრძელდება
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უწყების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და უწყების ძირითადი პრიორიტეტები გამოყო. თეა წულუკიანმა დეპუტატებს „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ შედეგები გააცნო. “2012 წლის ნოემბრიდან დღემდე ყოფილი პატიმრების რეაბილიტაციისა და დახმარებისათვის გრანტების სისტემით გაიცა ნახევარი მილიონი ლარი. ამ თანხით 110-მდე ყოფილი პატიმრის, მათ შორის 30-მდე ქალის, ბიზნესიდეა დაფინანსდა. ყოფილი პატიმრებისთვის გრანტების პროგრამები გაგრძელდება, რათა მათ შეძლონ, ფეხზე დადგნენ ფინანსურად და საკუთარი ოჯახი არჩინონ. რეციდივის მაჩვენებელი პროგრამაში აქტიურად ჩართულ ათასობით ბენეფიციართან მიმართებით არის მხოლოდ და მხოლოდ 4%. პროგრამაში ჩართვა ნებაყოფლობითია და მისი მიზანი სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული იმ პირების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობაა, რომლებიც არ არიან პრობაციონერები და სჭირდებათ სახელმწიფოს თანადგომა“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. პროგრამას იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)