20:04 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 15:10:13, 1546 ნახვა

კომენტარი
ბოკერია წულუკიანს: საზოგადოებას გაუმხილეთ, ვინ იყო ჩატაევის გათავისუფლების მომხრე

„ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ  იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს შეახსენა რამდენიმე წლის წინ მის მიერ გაკეთებული განცხადება, სადაც ამბობდა, რომ ჩატაევი არ უნდა გათავისუფლებულიყო.

ბოკერიამ წულუკიანს სთხოვა, გაემხილა, ვინ გადაწონა მისი პოლიტიკური ფიგურა და ხელი შეუწყო ჩატაევის გათავისუფლებას. ბოკერიამ წულუკიანი გააფრთხილა, რომ არჩილ კბილაშვილის, მაშინდელი მთავარი პროკურორის გვარი არ ეხსენებინა:

 „ სადღაც 5 წლის წინ, ქალბატონო თეა, თქვენ გააკეთეთ განცხადება, რომ ამ შეიარაღებული ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ბატონი ჩატაევი, რომელიც მაშინ იყო დაკავებული, გათავისუფლდა თქვენი პოზიციის საწინააღმდეგოდ. თქვენ გქონდატ პოზიცია, რომ არ უნდა გათავისუფლებულიყო ის, მაგრამ ის მაინც გათავისუფლდა. ამ მოვლენების ფონზე, იქნებ საზოგადოებას გაუმხილოთ, ვინ იყო მომხრე? ვინ გადაწონა თქვენი პოლიტიკური ფიგურა და რა არგუმენტებით. ოღონდ წინასწარ გაფრთხილებთ,  არჩილ კბილაშვილის გვარი არ ახსნოთ. თქვენ მაშინ გენერალური პროკურორი იყავით  და სრული საფუძველი გქონდატ, ნებისმიერი მისი გადაწყვეტილება შეგეცვალათ“,-მიმართა წულუკიანს გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას იუსტიციის მინისტრმა ასე უპასუხა:

„პროკურატურის ხელმძღვანელი კბილაშვილი კი იყო, მაგრამ გაფრთხილებო მეუბნება გიგა ბკერია ეს არავითარ შემთხვევაში არ ახსენო და თქვი, რომ შენ იყავი პროკურორიც და მოსამართლეცო, რა გჭირთ? გავემიჯნეთო იძახით, მაგრამ იზრდებით მენტალურად ისევ ადეიშვილის ჩრდილში და იმ იდეოლოგიის ქვეშ ხართ. მე მზად ვარ, თქვენ დაგეხმაროთ აწყმოს უკეთ გაგებაში. კერძოდ, დიახ, იმ დროს პროკურატურამ სასამართლო დარბაზში დააყენა შუამდგომლობა, ჯერ იყო გირაო თუარ მეშლება, შემდეგ უკვე ბრალის შესახებ შუამდგომლობა. პროკურატურამ და სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს. მაშინ თქვენი გაფრთხილების მიუხედავად ( ბოკერიას მიმართავს) ვახსენებ, რომ მაშინ ბატონი კბილაშვილი იყო მთავარი პროკურორი.თქვენთვის წარმოუდგენელია, რომ იუსტიციის მინისტრი არ ერეოდეს პროკურატურის საქმიანობაში. ამიტომაც ხართ ჩარჩენილი წარსულში და დიახ, ჩვენ გვქონდა- გენ პროკურორს და მთავარ პროკურორს აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ სასამართლო დარბაზში გამოდიოდა პროკურორი, რომელმაც მთავარი პროკურორის პოზიცია გააჟღერა. ბატონო გიგა, ნუ ღელავთ, მე მესმის, რომ თქვენ ძალიან გწყინთ, იუსტიციის მინისტრი იყო ჩატაევის ციხიდან გამოსვლის წინააღმდეგი იმიტომ, რომ ეს თქვენთვის პოლიტიკურად წამგებიანია. გაიგეთ ის, რასაც ვამბობ. თუ არ გაიგებთ, დარჩებით წარსულში“,-მიმართა ბოკერიას თეა წულუკიანმა.

მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა პარლამენტში ნდობის გამოსაცხადებლად იმყოფება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics