|
2015-05-10 10:35:21, 1377 ნახვა
სამხედრო
ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში ქართველმა სამხედროებმა მორიგი პატრულირება განახორციელეს
ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში ქართველმა სამხედროებმა მორიგი პატრულირება განახორციელეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჯერად, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სამხედროებმა ქვეითი პატრული ბაგრამის საავიაციო ბაზის ერთ-ერთი სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაატარეს. „ჩარლი“ ასეულის სამხედრო მოსამსახურეების მთავარი ამოცანა ბაზის გარე პერიმეტრის უსაფრთხოებისა და უხილავი სივრცის (რელიეფის თავისუბერების ან დაბრკოლების გამო რადიოლოკაციური ან ვიზუალური დაკვირვებისთვის მიუწვდომელი არე) შემოწმება იყო. პატრულირების დროს უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით, ქართველი ჯარისკაცები ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრნენ. ქართველ სამხედროებთან ერთად ღონისძიებაში ავღანეთის უსაფრთხოების ძალებიც იყვნენ ჩართული. საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი "მტკიცე მხარდაჭერის" (Resolute Support) მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებს. მათი მთავარი ამოცანა საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)