|
2017-12-20 14:40:42, 1713 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი - თავისუფალი ბაზრების გახსნა 3.7 მილიონი მოსახლეობის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში ნაწარმოებ პროდუქციას სულ უფრო მეტი ბაზარი ჰქონდეს. ეკონომიკა სხვა არაფერია, თუ არა მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი. 3.7 მლნ მოსახლეობის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფალი ბაზრების გახსნა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები", - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე ისაუბრა. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, მთავრობა ამ მიმართულებით ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურად მუშაობს. 2017 წელს ხელი მოეწერა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, რომელიც 2018 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში. „დღეის მდგომარეობით, ჩვენ მსოფლიოს 1/3-თან გვაქვს თავისუფალი ან პრეფერენციული ვაჭრობის შეთანხმებები, რაც პირდაპირი პოზიტივია ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად", - აღნიშნ პირველმა ვიცე პრემიერმა. დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მნიშვნელობაზე. როგორც მან აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ჩვენ კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ვალდებულება გვაქვს. „თუმცა, ეს არა ვალდებულება, არამედ ძალიან დიდი სიკეთეა ჩვენი ქვეყნისთვის, ეს პრაქტიკულად ჩვენი ვაჭრობის პოლიტიკაა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში უნდა ავწიოთ სტანდარტები, დავნერგოთ სწორედ ის მეთოდები, რომლებიც შესაძლებობას მისცემს უკვე საქართველოში წარმოებულ პროდუქციას, დაუბრკოლებლად შევიდეს ევროპაში და დააკმაყოფილოს ევროპული სტყანდარტების მოთხოვნები", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
(NS)
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)