20:04 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 13:43:53, 1496 ნახვა

კომენტარი
გახარია - მანდატურის ინსტიტუტსა და საპატრულო პოლიციას შორის კავშირი უნდა გაძლიერდეს

შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას  არასრულწლოვანთა შორის გამოვლენილ ძალადობის ფაქტებზე ისაუბრა.

,,რეალურად, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არასრულწლოვანთა კოდექსმა, რომელიც იყო მიღებული წელიწადნახევრის წინ და ამოქმედდა 2016 წლის პირველ იანვარს,  გარკვეული შედეგები გამოიღო. რა თქმა უნდა ხაზგასასმელია  ისეთი მიღწევები, როგორიც არის განრიდების პირობებში რეციდივის მხოლოდ 9 % შემთხვევები, მაგრამ, ასევე, ხაზგასმით უნდა დავაფიქსიროთ ის პრობლემები, რომლებიც გვაქვს 14 წლამდე არასრულწლოვნებში - დანაშაულის ზრდა. განსაკუთრებით, ისეთი დანაშაულის ზრდა, როგორიც არის ქურდობა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით,  ბოლო ტრაგიკული შემთხვევების შემდეგ შინაგან სქმეთა სამინისტრომ საკმაოდ კონცენტრირებულად იმუშავა განათლების სამინისტროსთან ერთად ამ მიმართულებით და გამოჩნდა რომ, არის გარკვეული სტრუქტურული და ინსტიტუციონალური პრობლემები, რომლებზეც ერთად უნდა გაგრძელდეს მუშაობა.

,,აბსოლუტურად ნათელია ჩვენთვის, რომ გარკვეულ რეფორმირებას საჭიროებს მანდატურის სამსახური, მისი ეფექტიანობის ზრდის მიზნით.. ინსტიტუციონალურად ინდა დაექვემდებაროს  პირდაპირ განათლების სამინისტროს და არა სკოლას. ასევე უნდა გაძლიერდეს კავშირი მანდატურის ინსტიტუტსა და საპატრულო პოლიციას შორის. ჩვენი დაკვირვებით რეფერირების სისტემა ეფექტურად ვერ მუშაობს  და  ეს არის სწორედ ის კომპონენტი, რომელმაც უნდა იზრუნოს უმოკლეს ვადაში არასრუწლოვანთა  რესოციალიზაციაზე“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით,  2010 წლის შემდეგ, როდესაც შეიქმნა რეფერირების სისტემა ,  კომისიაში დაფიქსირდა მხოლოდ 39 მიმართვა, რომლის ნახევარი ოჯახის წევრების მიერ იყო დაფიქსირებული. ,,შესაბამისად სკოლა პანსიონების სისტემა რომელიც ფაქტიურად მოშლილია დღეს ქვეყანაში და ფუქნციონირებს ერთადერთი სამტრედიაში, ეს კომპონენტიც განათელბის სამინისტროსტან ერთად საჭიროებს გარდაქმნას”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics