20:06 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 12:47:51, 1588 ნახვა

კომენტარი
გიორგი გახარია: საპატრულო პოლიცია რეფორმირების ახალ ეტაპზე გადადის

გაერთიანებულ საპარლამენტო კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას გიორგი გახარიამ საპატრულო პოლიციის რეფორმირების შემდგომი ეტაპზე გადასვლაზე ისაუბრა.

„მოგეხენებათ, რომ რამდენიმე წლის წინ საპატრულო პოლიციამ განიცადა რეფორმირება. ეს რეფორმა საკმაოდ წარმატებულად ჩატარდა. თუმცა აქ მინდა აღვნიშნო, რომ ამ რეფორმის ძირითდი კომპონენტი შეეხო ე.წ. ფრონტის ნაწილს. სამწუხაროდ, ის პროცესები და პროცედურები, რომლებიც უნდა იყოს თვითონ სისტემაში, თვითონ ინსტიტუტში საჭიროებს დახვეწას. რეალურად, ინსტიტუციონალური მოწყობა  ჯერ კიდევ დასახვეწია.  საერთოდ არ მუშაობს ისეთი კომპონენტები, როგორიც არის გაციფრულება და ,,დიჯიტალიზაცია.’’ შესაბამისად, ჩვენ დღეს აშკარად ვხედავთ ტენდენციას, როდესაც პატრულის მომსახურეობა და საპოლიციის მომსახურეობა ფართოვდება,  მოქალაქეებში სერვისზე მოთხოვნა იზრდება“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, თუ ე.წ. ,,ბექის’’  კომპონენტი სასწრაფოდ არ დალაგდა,   საპატრულო პოლიციის რეფორმირება და განვითრება იქნება რთული.

,,პირველი ამოცანები რომელიც დღეს საპატრულო პოლიციის წინაშე დგას ეს არის  ინსტიტუციონალური მოწყობის  გადალაგება და  შიდა პროცესების დალაგება, მათი  დიჯიტალიზირება, სადაც ეს შესაძლებელია რომ გახდეს უფრო სწრაფი,  უფრო მოქნილი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით,  საპატრულო პოლიციამ  უწყების სხვა  მიმართულებების  სერვისებთან  ერთად უნდა მიიღოს სერვისზე ორიენტირებული გარკვეული პლატფორმის სახე.  მისივე განცხადებით, საპოლიციო სერვისები სულ უფრო და უფრო გაფართოვდება და მოხმარდება  უსაფრთხოების მიმართულებით  ჩვენი მოქალაქეების პირველადი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics