|
2017-12-20 12:35:43, 1635 ნახვა
კომენტარი
ქუმსიშვილი: საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა, რომელიც მივიღეთ, სარკისებურად ასახავს ჩვენს 4 პუნქტიან გეგმას
,,ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა დაფინანსებაც ჩვენთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია, დაფინანსდება სწორედ ამ რეფორმის შესაძლებლობით. გამომდინარე მაკროეკონომიკური ჩარჩოს გაუმჯობესებიდან, ჩვენ შევძელით, რომ პრაქტიკულად ყველა საფინანსო ორგანიზაციიდან გვაქვს სრული მხარდაჭერა“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა. მან თავის გამოსვლაში ლარიზაციის რეფორმას გაუსვა ხაზი. ,,ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ჩვენ 2016 წლის ბოლოს დავიწყეთ და 2017 წლის ბოლოს გავაგრძელეთ, არის ლარიზაციის რეფორმა. მე ვთვლი, რომ არის ძალიან წარმატებული რეფორმა. ამ მიმართულებით ჩვენ ათსაფეხურიანი მოქმედების გეგმა შევიმუშავეთ ეროვნულ ბანკთან ერთად და დავიწყეთ მისი იმპლემენტაცია. მათ შორის, დღეს უკვე გატარებული საკანონმდებლო ინიციატივით მოვახერხეთ ის, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში პრაქტიკულად 70 % ლარში არის გადასული და ძალიან მალე, თითქმის მთელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დაკრედიტება იქნება ლარში გადასული. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველაზე მოწყვლად ფენას არ ექნება შესაბამისი რისკის ფაქტორი საგარეო ფაქტორებიდან გამომდინარე“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, ზოგადად, კომერციულ ბანკებში პორტფელის ლარიზაციის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი შედეგებია. „ზოგადად ლარიზაციის, ან ეროვნულ ვალუტაზე ეკონომიკის გადაყვანის პროცესი ქვეყნებში გრძელდება 5-7 წელი. გვაქვს მაგალითებიც, როდესაც 10 წელიც გაგრძელდა. თუმცა ჩვენ, მოკლე პერიოდში საკმაოდ საგრძნობი შედეგები მივიღეთ. ჩვენ მხოლოდ ფიზიკური პირების სესხების ლარიზაციის მიმართულებით, მთლიანი პორტფელი 54, 6 %-მდე გავზარდეთ. ამ მიმართულებით, როგორც მოგახსენეთ, ქმედებები და იმპლემენტაცია აუცილებლად გაგრძელდება, და შესაბამისად, მაქსიმალურად შევამცირებთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გარე ფაქტორებზე დამოკიდებულებას", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისივე განცხადებით, მთავრობის მიერ გადადგმულმა გადადგმულმა ნაბიჯებმა შესაძლებლობა მოგვცა, 2016 წლის ნოემბერში განახლებულიყო მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომელიც წარმატებით დასრულდა უკვე 2017 წლის აპრილში. „მინდა აღვნიშნო, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა, რომელიც მივიღეთ, სარკისებურად ასახავს ჩვენს 4 პუნქტიან გეგმას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
(NS)
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
ილონ მასკმა უკრაინის შეიარაღებული ძალები Starlink-ის შეტევითი თავდასხმებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა
იტალიაში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა: 400-მდე დემონსტრანტი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)